Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი სოხუმში შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი სოხუმში შეხვდნენ
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას და უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას. სეპარატისტების ლიდერებმა თბილისთან მოლაპარაკების განახლების წინაპირობად კვლავ კოდორიდან ჯარის გაყვანა დაასახელეს. ლაკობასა და შამბასთან საუბრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრაიზამ აფხაზურ მხარეს მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში, რომელიც გერმანიაშია დაგეგმილი. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბრიფინგზე ითქვა, რომ მოლაპარაკება ბერლინში, შესაძლოა, აგვისტოში გაიმართოს. ბრიფინგზე ბრაიზას განცხადებით, აშშ დაინტერესებულია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებითა და დიალოგის შედეგად ესკალაციის თავიდან აცილებით. სოხუმში მოლაპარაკების შემდეგ მეთიუ ბრაიზა აჭარაში ჩავიდა, სადაც უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
XS
SM
MD
LG