Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბარაკ


აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამა პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის.

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამა პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის.
როგორც ობამამ მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, აშშ-სა და ევროპას შეუძლიათ მეტს მიაღწიონ და მიაღწევენ კიდეც საერთო საქმისთვის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. ობამას თქმით, ის და სარკოზი იზიარებენ შეფასებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა უაღრესად სერიოზულ ვითარებას ქმნის და რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი საფრთხეს შეუქმნიდა მთელს მსოფლიოს. [სარკოზის ხმა] “მე და პრეზიდენტი სარკოზი შევთანხმდით, რომ მსოფლიომ ნათლად უნდა გააგებინოს ირანს: ბოლო მოუღოს უკანონო ბირთვულ პროგრამას! ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს ორივე ქვეყანას, საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელსა და რეგიონის დანარჩენ ნაწილს, გაათამამებდა ტერორისტებსა და ბიძგს მისცემდა სახიფათო გამალებულ შეიარაღებას ახლო აღმოსავლეთში”. ობამამ და სარკოზიმ იმსჯელეს აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის სამშიდობო პროცესზე, ვითარებაზე ერაყში და ავღანეთში. ევროპულ ტურნეს ბარაკ ობამა ლონდონში ვიზიტით გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG