Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ყოფილი პოლიტიკური ლიდერის


ბოსნიელ სერბთა ყოფილი პოლიტიკური ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის

ბოსნიელ სერბთა ყოფილი პოლიტიკური ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის
ჰააგაში, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემის ოფიციალურად გასაჩივრების ბოლო ვადა პარასკევს შუაღამით ამოიწურა. სერბიის სახელმწიფო, ყოველდღიური გაზეთი ”პოლიტიკა” დღევანდელ ნომერში წერს, რომ კარაჯიჩის ადვოკატმა, სვეტოზარ ვუაჩიჩმა, გასაჩივრების პროცედურა პარასკევს გვიან საღამოს წამოიწყო. მოყვანილია ვუაჩიჩის სიტყვები, რომ მან გასაჩივრების დოკუმენტი ფოსტიდან გაგზავნა. თუმცა ადვოკატმა უარი განაცხადა იმის დაკონკრეტებაზე, ეს ბელგრადში გააკეთა, თუ სადმე სხვაგან. გასაჩივრების დოკუმენტის მიღების შემდეგ, სერბიის საგანგებო სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლეებისგან შემდგარ საბჭოს სამი დღე ექნება იმის გადასაწყვეტად, დააკმაყოფილოს საჩივარი, თუ ექსტრადიციას დათანხმდეს. კარაჯიჩი, რომელსაც ბოსნიაში 1992-95 წლებში მიმდინარე ომის დროს გენოციდის მოწყობაში ედება ბრალი, სერბიაში ორშაბათს დააკავეს. მას 12 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ბოსნიის სერბიული ერთეულის, ”რეპუბლიკა სპრსკას” ქალაქებში დღეს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კარაჯიჩის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში.
XS
SM
MD
LG