Accessibility links

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორ დღეში


თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორ დღეში უნდა დაიწყოს განხილვა,

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორ დღეში უნდა დაიწყოს განხილვა,
აიკრძალოს თუ არა მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტია, ანტისეკულარული ქმედებების გამო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ერდოანი აღიარებს, რომ შესაძლოა მან წარსულში შეცდომები დაუშვა. მაგრამ, მისი განცხადებით, თურქეთს ახლა ”სოციალური მშვიდობიანობის” აღდგენა, და ერთიანობა სჭირდება. პროკურორები ერდოანს და მის პარტიას თურქეთში ისლამური კანონების შემოღებაში, და ქვეყნის სეკულარული პრინციპების დარღევაში ადანაშაულებენ. მათ სურთ ეს პარტია დაიხუროს, ხოლო მის წარმომადგენელ მაღალჩინოსნებს - ერდოანის, და პრეზიდენტ აბდულა გიულის ჩათვლით - 5 წლით აეკრძალოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამით მათ პოლიტიკური პოსტების დაკავების საშუალება წაერთმევათ.
XS
SM
MD
LG