Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბარაკ


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბარაკ ობამამ,

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბარაკ ობამამ,
დღეს ლონდონში დაასრულა თავისი საერთაშორისო ტურნე. მან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში წარმომადგენელთან, ტონი ბლერთან, და პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან გამართა შეხვედრები. დემოკრატიული პარტიის კანდიდატის განცხადებით, ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის თაობაზე მისი გადაწყვეტილება მართებული იყო, ვინაიდან პრობლემები, რომლებიც ამერიკელებს თავიანთ ქვეყანაში ექმნებათ, ხშირად სწორედ უცხოელ მოკავშირეებთან თანამშრობლობით ექვემდებარება გადაჭრას: [ობამას ხმა]: ”დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საკითხი, რომელიც [ამერიკის] ცხოვრებაში დგას, უცხოეთში ძლიერი მოკავშირეების ყოლის გარეშე ეფექტიანად არ გადაიჭრება. და თუკი ერაყსა და ავღანეთს არ გავუმკლავდებით, ამით არა მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის პრობლემები შეგვექმნება, არამედ ეს დიდძალი რესურსების ხარჯვასაც მოიტანს.” ობამამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ახლა შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ავღანეთს. ობამას თქმით, მას გორდონ ბრაუნთან რამდენიმე გლობალურ საკითხზე ”ძალიან კარგი” საუბარი ჰქონდა.
XS
SM
MD
LG