Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ მაკკეინი,

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ მაკკეინი,
დევნილობაში მყოფ ტიბეტის სულიერ ლიდერს, დალაი ლამას შეხვდა. შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატში გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკკეინმა ჩინეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს ის ტიბეტელი პატიმრები, რომლებიც მარტში, ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დააპატიმრეს. დალაი ლამა მიესალმა მაკკეინის მხრიდან გამოვლენილ ზრუნვას ჩინეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკკეინს უცხადებს მხარდაჭერას. პარასკევს გამართული შეხვედრის პარალელურად მაკკეინის მეტოქე, დემოკრატი ბარაკ ომაბა ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპაში მართავდა მაღალი რანგის შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG