Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ
დღეს თბილისში მისი საქართველოში ვიზიტის შესახებ პრეს-კონფერენცია გამართა. ის ამბობს, რომ იმედით უყურებს მომავალ კვირაში ბერლინში აფხაზეთის საკითხზე შეხვედრის ჩატარებას. ბრაიზა ასევე იმედოვნებს, რომ რუსეთიც არ შეუდგება მიზეზების ძიებას ბერლინის შეხვედრაზე არდასასწრებად. თუმცა, როგორც პრეს-კონფერენციაზე გაირკვა, დე ფაქტო ხელისუფლების საბოლოო პასუხი ბერლინის შეხვედრაში მონაწილეობაზე ბოლომდე ნათელი არ არის: [ბრაიზას ხმა]: ”მართალი გითხრათ, ჩემთვის სრულად ნათელი არ არის, შედგება თუ არა ეს შეხვედრა გერმანიაში. ვიმედოვნებ, რომ ის ჩატარდება.პრესაში ვნახე ცნობა, სადაც ბატონი ბაღაფში ამბობს, რომ დაესწრება ბერლინში დისკუსიას აგვისტოში. იმედს ვიტოვებთ, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება.”
თბილისში ჩასვლამდე ბრაიზა სოხუმსა და ბათუმში იმყოფებოდა. აჭარის დედაქალაქში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინე ტყეშელაშვილსა და მის მოადგილე გიგა ბოკერიას, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრ - თემურ იაკობაშვილს. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ბრაიზა ”ძლიერს” უწოდებს.
XS
SM
MD
LG