სერბიის ომის დანაშაულებათა სასამართლომ განაცხადა, რომ ბელგრადში ჯერაც არ მიუღიათ
გაეროს ჰააგის ტრიბუნალისთვის რადოვან კარაჯიჩის ექსტრადიციის წინააღმდეგ აპელაცია. სასამართლოს წარმომადგენელმა, ივანა რამიჩმა თქვა, რომ არ არსებობს სააპელაციო დოკუმენტების რაიმე ნიშანი. ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის ადვოკატმა განაცხადა, რომ სააპელაციო წერილი შეკვეთილი ფოსტით გააგზავნა პარასკევს, შუაღამემდე, როცა იწურებოდა დათქმული ვადა. სერბიის კანონით, თუკი აპელაციაზე განაცხადი არ იქნება შეტანილი, ან თუკი ის ფოსტით იქნება გაგზავნილი, მაგრამ მას არ მიიღებს ბელგრადის სასამართლო, საგამოძიებო მოსამართლეს შეუძლია კარაჯიჩის ექსტრადიცია მისი პროტესტის განხილვის გარეშე.