Accessibility links

logo-print

აფხაზური მხარე თანახმაა მონაწილეობა მიიღოს


აფხაზური მხარე თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში.

აფხაზური მხარე თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში.
ამის შესახებ აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა აფხაზურ ტელეეთერში. მისი თქმით, აფხაზეთისთვის მისაღებია, ეს შეხვედრა აგვისტოს ბოლო რიცხვებში გაიმართოს. ამასთან, შამბამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბერლინის შეხვედრაზე აფხაზური მხარე გერმანიის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის განხილვას არ აპირებს, სანამ დაკმაყოფილებული არ იქნება აფხაზური მხარის უმთავრესი პირობა, რომელიც კოდორის ხეობიდან ქართული შენაერთების გაყვანის მოთხოვნას ეხება. გერმანიამ სოხუმს ბერლინის შეხვედრაში მონაწილეობა გასულ კვირაში შესთავაზა. შეხვედრა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაიმართება და მასში ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG