Accessibility links

logo-print

ცხინვალი ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს


ცხინვალი ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს

ცხინვალი ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს

ცხინვალი დიდი ლიახვის ხეობაში გამთენიისას ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. სააგენტო ,,რესის’’ ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვისა და საგანგებო ვითარებების მინისტრის მოადგილე, იბრაგიმ გასეევი აცხადებს, რომ სოფლების – ანდისისა და სარაბუკის მიმართულებით ქართული პოლიციისა და სამშვიდობო ძალების პოსტებიდან ისროლეს. მისივე მტკიცებით, სამშვიდობო ძალებისა და ეუთო-ს მისიის დამკვირვებლების მონიტორინგის ჯგუფსაც ქართულმა მხარემ ესროლა. ინციდენტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს და ინციდენტში ცხინვალს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG