Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი


გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი ქართულ და აფხაზურ მხარეებს ცეცხლის განუახლებლობის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი ქართულ და აფხაზურ მხარეებს ცეცხლის განუახლებლობის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
,,სამწუხაროდ, შედარებით სტაბილური ზამთრის პერიოდის შემდეგ, ბოლო ოთხი თვე გახდა იმის მოწმე, რომ დაიძაბა სიტუაცია, არის შეუთანხმებლობა, რაც ვლინდება ცეცხლის განუახლებლობის რეჟიმის დარღვევაში", - აღნიშნულია პან გი მუნის მოხსენებაში, რომელსაც გაეროს ვებ-გვერდი ავრცელებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აპრილის მეორე ნახევარში ქართული და აფხაზური ჯარებისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების შეტაკების საფრთხე რეალური იყო. გაერო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებზე გაერო-ს უშიშროების საბჭო დღევანდელ დახურულ კონსულტაციებზე იმსჯელებს. აქვე განიხილავენ პან გი მუნის აღნიშნულ მოხსენებას. კონსულტაციებზე რუსეთის რეზოლუციის პროექტიც განიხილება.
XS
SM
MD
LG