Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის ომის დანაშაულთა სასამართლომ დღეს


ბოსნიის ომის დანაშაულთა სასამართლომ დღეს შვიდ სერბს 38-დან 42 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბოსნიის ომის დანაშაულთა სასამართლომ დღეს შვიდ სერბს 38-დან 42 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
1995 წლის ივლისში სრებრენიცის გენოციდის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის. ექვსი მათგანი გაასამართლეს ბოსნიის ქალაქ კრავიცეს მახლობლად ათასზე მეტი მუსულმანის გაჟლეტაში მონაწილეობისთვის. ოთხი უდანაშაულოდ ცნეს. ბოსნიელ სერბთა სპეცდანიშნულების რაზმების ათი ოფიცრისა და ერთი ყოფილი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამარლოში შემდგარი პირველი პროცესი იყო, რომელზეც ეჭვმიტანილებს გენოციდში ედებოდათ ბრალი. ასევე პირველი იყო ის სრებრენიცაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

XS
SM
MD
LG