Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეიარაღებულმა


პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს

პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს
უშიშროების სამსახურების სამი თანამშრომელი და გაიტაცეს პოლიციისა და გასამხედროებული ძალების 30 წევრი ორი სხვადასხვა ოპერაციის შედეგად სვატის ველზე. სამი ოფიციალური პირი მიემგზავრებოდა მინგოლაში, სვატის მთავარ ქალაქში, როცა შეიარაღებულმა პირებმა ტყვიებით დაცხრილეს მათი ავტომანქანა. ამავე დროს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო დპა-ს მოჰყავს თალიბანის წარმომადგენლის, მუსლიმ ხანის სიტყვები, რომ შეიარაღებულმა მეამბოხეებმა დღეს უშიშროების ძალების 30 წევრი ჩაიგდეს ხელში გასამხედროებული ძალების საკონტროლო პუნქტზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

XS
SM
MD
LG