Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი რადოვან კარაჯიჩი


ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი რადოვან კარაჯიჩი ჰოლანდიაში ჩაიყვანეს, სადაც ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგება

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი რადოვან კარაჯიჩი ჰოლანდიაში ჩაიყვანეს, სადაც ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგება
ბოსნიის 1992-95 წლების ომში გენოციდის ბრალდებების საფუძველზე. კარაჯიჩი გასულ კვირაში სერბიაში დააპატიმრეს. ის თითქმის 13 წელი ახერხებდა დამალვას. დღეს ჰააგაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრიბუნალის მთავარი პროკურორის, სერჟ ბრამერცის განცხადებით: [ბრამერცის ხმა] "რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მსხვერპლთათვის, რომლებიც ძალზე დიდხანს ელოდნენ ამ დღეს. ის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან ის მკაფიოდ ნათელყოფს, რომ ომის დამნაშავეთა დაპატიმრებას არა აქვს ალტერნატივა და რომ გაქცეულებისთვის არ არსებობს სანდო თავშესაფარი." როგორც იუწყებიან, კარაჯიჩი ხუთშაბათს პირველად წარდგება ტრიბუნალის წინაშე.
XS
SM
MD
LG