Accessibility links

logo-print

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით,

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით,
უშიშროების ძალებსა და თალიბანის მომხრე ექსტრემისტებს შორის შეტაკებისას ჩრდილო-დასალეთში მდებარე სვატის ველზე 20-ზე მეტი ექსტრემისტი მოკლეს. სამხედრო პრეს-მდივან მაიორ მოჰამად ფარუკის განცხადებით, ბრძოლა გაიმართა საკონტროლო პუნქტთან ქალაქ სარბანდაში. მანამდე ექსტრემისტებმა 3 პაკისტანელი ოფიცერი მოკლეს და უშიშროების სამსახურის 30 მუშაკი მძევლად აიყვანეს ასევე სვატის ველზე. პაკისტანის მთავრობამ ექსტრემისტებთან წელს მაისში გააფორმა სამშვიდობო შეთანხმება, რამაც შეწყვიტა ძალადობა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა ექსტრემისტები ისევ გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც მთავრობა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG