Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ჯარების


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ჯარების სამხედროებმა აფხაზეთი დატოვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ჯარების სამხედროებმა აფხაზეთი დატოვეს.
მათ დე-ფაქტო ხელისუფლებას ჩააბარეს სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში არემონტებდნენ. ეს ფაქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავისთვის რუსეთისგან მიღებულ საჩუქრად შეაფასა თვითგამოცხადებული მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ სტრანიჩკინმა. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სტანისლავ ლაკობამ კი ჩვენს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქმე ეხება რუსეთთან არა სამხედრო, არამედ ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას - მარტო რკინიგზის მონაკვეთის აღდგენას. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია ჯარების გასვლაზე გერმანიის რეაქციის შესახებ: საგარეო უწყების პრეს-მდივან იენს პლიოტნერის განცხადებით, ეს ნაბიჯი იყო “სასწრაფო და აუცილებელი ზომა” რეგიონში დაძაბულობის განსამუხტად.
XS
SM
MD
LG