Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო მოთხოვნა


თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო მოთხოვნა ქვეყნის მმართველი პარტიის აკრძალვის შესახებ.

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო მოთხოვნა ქვეყნის მმართველი პარტიის აკრძალვის შესახებ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას" თურქეთის სეკულარული სისტემის წინააღმდეგ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს. საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღე გასტანა სარჩელის განხილვამ, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰაშიმ კილიჩმა განაცხადა: [კალიჩის ხმა] “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შემოტანას მოჰყვა გადაწყვეტილება, პარტია არ აიკრძალოს”. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა ასევე, რომ "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას" ერთი წლით უნდა გაუნახევრდეს ფინანსური დახმარება, რომელსაც მას სახელმწიფო აწვდის. პრემიერ-მინისტრმა ერდოანმა დღეს დაადასტურა თურქეთის სეკულარული პრინციპებისადმი ერთგულება.
XS
SM
MD
LG