Accessibility links

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის ველზე


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის ველზე გასულ ღამეს გაგრძელდა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის ველზე გასულ ღამეს გაგრძელდა
შეტაკებები თალიბანის მომხრე ექსტრემისტებს და სამთავრობო ჯარს შორის. ბრძოლა ველზე ოთხშაბათს დაიწყო, მას შემდეგ რაც ათობით ექსტრემისტი თავს დაესხა საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. შეტაკებებს ამ დრომდე 5 ჯარისკაცის და 25 ექსტრემისტის სიკვდილი მოჰყვა. სვატის ველზე განვითარებული მოვლენების შედეგად, მთავრობასა და ისლამისტებს შორის ორი თვის განმავლობაში მოქმედი სამშვიდობო შეთანხმება ჩაშლის პირასაა.
XS
SM
MD
LG