Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღის ოთხ საათზე ამოიწურა ულტიმატუმის


დღის ოთხ საათზე ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომლის განმავლობაშიც

დღის ოთხ საათზე ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომლის განმავლობაშიც
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ედუარდ კოკოითის მთავრობა აპირებს დაკეტოს არხები, რომელიც სარწყავი წყლით გორის რაიონს ამარაგებს. ”რადიო თავისუფლებას” დე-ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს არა იმდენად ულტიმატუმს, არამედ იმის მცდელობას, რომ უწყლობის პრობლემა საქართველოშიც იგრძნონ. ცხინვალში სასმელი წყლის თითქმის ერთთვიანი კრიზისის მიზეზად თვითგამოცხადებული მთავრობა კვლავ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე წყალსადენის ხელოვნურად დაზიანებას მიიჩნევს და მის მონიტორინგს მოითხოვს. თავის მხრივ, რეგიონის დროებითმა ადმინისტრაციამ რეალური მიზეზის დასადგენად, დე-ფაქტო ხელისუფლებას დღეს წყალსადენის სრულად შემოწმება შესთავაზა. ამ წინადადებაზე ცხინვალი ჯერჯერობით უარს ამბობს
XS
SM
MD
LG