Accessibility links

logo-print

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის შვიდ


მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის შვიდ წამყვან ქალ ათლეტს

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის შვიდ წამყვან ქალ ათლეტს
დოპინგთან დაკავშირებული ბრალდებების გამო დისკვალიფიკაცია გაუკეთა. ფედერაციამ სპორტსმენებს გასულ წელს ანალიზისთვის ჩაბარებული შარდის მოტყუების მიზნით შეცვლაში დასდო ბრალი. შვიდ ათლეტს შორის არიან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1500 მეტრზე რბენაში, ტატიანა ტომაშოვა, ამავე დისტანციაზე მსოფლიო ჩემპიონი დახურულ დარბაზში, ელენა სობოლევა, მორბენლები იულია ფომენკო და სვეტლანა ჩერკასოვა, ბადროს ტყორცნაში ევროპის ჩემპიონი დარია პიშჩალნიკოვა, უროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდსმენი გულფია ხანაფეევა, და 5000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ოლგა ეგოროვა. ჩერკასოვა პეკინის ოლიმპიადაზე უნდა გამოსულიყო.
XS
SM
MD
LG