Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ამჟამად გაუქმებული ნავთობკომპანია


მოსკოვის სასამართლომ ამჟამად გაუქმებული ნავთობკომპანია იუკოსის ყოფილი მენეჯერი,

მოსკოვის სასამართლომ ამჟამად გაუქმებული ნავთობკომპანია იუკოსის ყოფილი მენეჯერი,
ლეონიდ ნევზლინი, დამნაშავედ სცნო რამდენიმე მკვლელობის შეკვეთაში. ნევზლინი დაუსწრებლად გაასამართლეს - იუკოსის დამაარსებლის, მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების შემდეგ ის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, და რუსეთმა ვერ შესძლო მისი ექსტრადიციის მიღწევა. პროცესზე ნევზლინის წარმომადგენელმა მისი განცხადება წაიკითხა. ნევზლინი ბრალდებებს უარყოფს, და მის გასამართლებას ”კრემლის ხელმძღვანელობით დადგმული საჩვენებელ სასამართლოს” უწოდებს. ნევზლინის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ის განაჩენის გასაჩივრებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში აპირებს.
XS
SM
MD
LG