Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო


შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო, ”ნასა”, აცხადებს,

შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო, ”ნასა”, აცხადებს,
რომ მისმა ხომალდმა, ”ფენიქსმა”, მარსზე წყლის არსებობა დაადასტურა. მარსზე ყინულის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ იქნა შემჩნეული. ახლა კი ნასას მეცნიერი, პიტერ სმიტი აცხადებს, რომ ყინულზე ჩატარებული ახალი კვლევებით დადასტურდა - ის გაყინული წყალია და არა გაყინული ნახშირჟანგი. ხომალდი ”ფენიქსი” მარსზე 25 მაისს დაეშვა, სამთვიანი მისიით. დღეს კი ნასამ გამოაცხადა, რომ ხომალდი მარსზე დამატებით ორ თვეს დაყოფს.
XS
SM
MD
LG