Accessibility links

logo-print

დღეს საღამოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


დღეს საღამოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კვლავ გაიხსნა ცეცხლი.

დღეს საღამოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კვლავ გაიხსნა ცეცხლი.
სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ცნობების თანახმად, დაღუპულია ექვსი და დაჭრილია შვიდი ადამიანი. სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდაპირველად ქართული სოფლების მხრიდან სნაიპერული ცეცხლი გაიხსნა, რომელიც შემდეგ ავტომატების და ყუმბარმტყორცნების ჯერში გადაიზარდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება, რომელშიც ედუარდ კოკოითი ქართულ მხარეს სნაიპერულ ომში და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების მცდელობაში ადანაშაულებს. კოკოითი პასუხისმგებლობას საქართველოსთან ერთად უკრაინას და შეერთებულ შტატებს აკისრებს - მისი თქმით, ამ ქვეყნებმა საქართველოს სნაიპერული შეიარაღება მიაწოდეს. ოსური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სამხრეთი ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში, სადაც აცხადებენ, რომ ცეცხლი პირველად ოსურმა მხარემ გახსნა. კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად იქ ხუთი პოლიციელი დაშავდა. ცხინვალის რეგიონში დღეს მომხდარ აფეთქებას საქართველოს ხელისუფლება ტერაქტად აფასებს.
XS
SM
MD
LG