Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით


ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაკისტანმა ინდოეთს შესთავაზა

ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაკისტანმა ინდოეთს შესთავაზა
ქაბულში ინდოეთის საელჩოს წინააღმდეგ მიმართული აფეთქების გამოძიება. ამ აფეთქებამ გასულ თვეში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განცხადება პაკისტანის ამ წინადადებაზე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შივ შანკარ მენონმა გააკეთა სამხრეთ აზიის სამიტზე შრი ლანკაში ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკების შემდეგ. მანამდე არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ქაბულში აფეთქების მოწყობაში პაკისტანის უშიშროების სამსახურის ხელი ერია. პაკისტანი უარყოფს ამ ბრალდებას. დღესვე სამხრეთ აზიის სამიტზე შეკრებილებს მიმართა ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ და ტერორიზმს უწოდა მთავარი საფრთხე, რომლის წინაშეც რეგიონი დგას. კარზაის თქმით, ტერორიზმი რეგიონში "ინსტიტუციური მხარდაჭერით" სარგებლობს, უწინარეს ყოვლისა პაკისტანში.
XS
SM
MD
LG