Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონლიქტის ზონაში პარასკევს ღამით


ქართულ-ოსური კონლიქტის ზონაში პარასკევს ღამით დაწყებული სროლა შაბათს გამთენიისას შეწყდა.

ქართულ-ოსური კონლიქტის ზონაში პარასკევს ღამით დაწყებული სროლა შაბათს გამთენიისას შეწყდა.
ოსური და რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალსა და ოსებით დასახლებულ სოფლებში დაიღუპა 6 და დაიჭრა 12 ადამიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი ქართულ სოფლებში, რომლებიც მთელი ღამის მანძილზე ცხინვალიდან იბომბებოდა, 9 მშვიდობიანი მოქალაქე მსუბუქად დაიჭრა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში. დღეს ცხინვალის რეგიონში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ჩავიდა და შეხვდა ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს, მანამდე კი შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილიც. ყურაშვილის განცხადებით, სროლაში ჩრდილოეთოსური ბატალიონი იყო ჩართული.
XS
SM
MD
LG