Accessibility links

logo-print

რუსეთი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ სამხრეთი


რუსეთი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ სამხრეთი ოსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის პირას დგას.

რუსეთი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ სამხრეთი ოსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის პირას დგას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარის მოქმედება "ძირს უთხრის მშვიდობის იმედს". ამასობაში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი რესპუბლიკა არ მიიღეს მონაწილეობას 15 აგვისტოსთვის ბერლინში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებაში - ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დაძაბულობის გამწვავების გამო. როგორც სერგეი ბაღაფშმა სოხუმში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ბერლინის მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას გადასინჯავენ, თუ ცხინვალის რეგიონში ვითარება განიმუხტება. ბერლინის მოლაპარაკებაში, ქართული და აფხაზი სეპარატისტების მხარეების გარდა, დაგეგმილია გერმანიის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG