Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა პირობა


სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა პირობა დადო,

სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა პირობა დადო,
რომ სერბია გენოციდში ბრალდებული რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრების შემდეგაც განაგრძობს გაეროს ჰააგის სამხედრო ტრიბუნალთან თანამშრომლობას. ტადიჩის თქმით, სერბიას არ ესაჭიროება დამატებითი ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, რადგან უკვე გამოხატა თავისი ნება, დააპატიმროს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილები. ახლა სერბიის მიზანია შეიპყროს კიდევ ორი ძებნილი - ბოსნიელ სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერი რატკო მლადიჩი და ხორვატი სერბების ყოფილი ლიდერი გორან ჰაჯიჩი. ვარაუდობენ, რომ ორივე სერბიაში იმალება. სერბიის თანამშრომლობა გაეროს სამხედრო ტრიბუნალთან მიჩნეულია ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ პირობად.
XS
SM
MD
LG