Accessibility links

logo-print

ცნობილი რუსი მწერალი, ნობელის პრემიის


ცნობილი რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, რომან ”აქრიპელაგ გულაგის” ავტორი

ცნობილი რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, რომან ”აქრიპელაგ გულაგის” ავტორი
ალექსანდრ სოლჟენიცინი წუხელ ღამით, მოსკოვის მახლობლად 89 წლის ასაკში, გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. სოლჟენიცინმა სახელი ანტი-სტალინური ქმედებებით გაითქვა. ის 20 წლის განმავლობაში იყო განდევნილი რუსეთიდან. სოლჟენიცინის ოჯახს მიუსამძიმრეს რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მის სიკვდილის ”მთელი რუსეთისთვის მძიმე დანაკლისი” უწოდა.
XS
SM
MD
LG