Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა, შირინ


ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა, შირინ ებადიმ გააკრიტიკა მთავრობის მიერ შემუშავებული

ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა, შირინ ებადიმ გააკრიტიკა მთავრობის მიერ შემუშავებული
კანონპროექტი, რომელიც ირანელი მამაკაცებისთვის აადვილებს მრავალცოლიანობის პრაქტიკას. ებადის თქმით, ”ოჯახის დაცვის კანონპროექტად” წოდებული ეს ინიციატივა ირანულ საზოგადოებას ”მორალურად გარყვნის.” კანონპროექტით, რომელიც მალე ირანის პარლამენტმა უნდა განიხილოს, აღარ იქნება აუცილებელი პირველი ცოლის თანხმობის მიღება მისი ქმრის მეორედ დაქორწინებაზე. მეორე ცოლის შერთვისთვის საკმარისი იქნება სასამართლოს ნებართვის მიღება, რომელიც დაადასტურებს, რომ მამაკაცს ახალი ცოლის ფინანსური უზრუნველყოფა შეუძლია - და რომ ოჯახში ორივე ცოლი თანასწორი სტატუსით ისარგებლებს.
XS
SM
MD
LG