Accessibility links

logo-print

ორგანიზაცია ”ექიმები ადამიანის უფლებებისთვის”


ორგანიზაცია ”ექიმები ადამიანის უფლებებისთვის” ახალ ანგარიშში ისრაელის სპეცსამსახურებს

ორგანიზაცია ”ექიმები ადამიანის უფლებებისთვის” ახალ ანგარიშში ისრაელის სპეცსამსახურებს
ზოგიერთი პალესტინელი პაციენტის თანამშრომლობაზე დაყოლიების მცდელობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ექიმებმა შეისწავლეს 32 პალესტინელი პაციენტის საქმე - მათ შორის ზოგიერთი უკურნებელი სენით იყო დაავადებული - რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამედიცინო გამოკვლევებისთვის ისრაელში იმის გამო არ შეუშვეს, რომ მათგან ინფორმაცია ვერ მიიღეს. ორგანიზაცია ”ექიმები ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. ისრაელის ოფიციალური პირები ბრალდებებს უარყოფენ.
XS
SM
MD
LG