Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინიანის

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინიანის
პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დღეს დილით მომხდარ თავდასხმას 16 პოლიციელის სიკვდილი, და 16-ის დაჭრა მოჰყვა. ინციდენტი პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე მოხდა, რითაც ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე შეშფოთება გაზარდა. საინფორმაციო სააგენტო ”სინხუას” ცნობით, ორი მამაკაცი გამშვებ პუნქტს მანქანით მიუახლოვდა, და ორი ყუმბარა ისროლა - რის შემდეგაც ისინი პოლიციელებს დანებით დაესხნენ თავს. ორივე თავდამსხმელი დაპატიმრებულია. ჩინეთს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება სინიანის პროვინციიდან მომდინარე ტერორიზმის საშიშროების შესახებ, პროვინცია მუსულმანი უიგურების უმცირესობით არის დასახლებული.
XS
SM
MD
LG