Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ


შეერთებული შტატების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ზომის

შეერთებული შტატების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ზომის
- მაგალითად სანქციების - გატარება იგეგმება, თუკი ქვეყანა დადებითად არ გამოეხმაურება მისი ატომური პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ წამყვანი ქვეყნების მიერ შეთავაზებულ ინიციატივების პაკეტს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, გონსალო გალეგოსის განცხადებით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ირანიდან მკაფიო პასუხის არმიღების შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ახალი სადამსჯელო ზომების გატარება იქნება. გოლეგოსის თქმით, არსებული შეთანხმებით ირანმა შეთავაზებას წერილობითი პასუხი სამშაბათს, 5 აგვისტოს უნდა გასცეს. პარალელურად, სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს ცნობას, რომ ირანის პრეზდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი მომავალ კვირაში ანკარას ეწვევა, და ირანის ატომური პროგრამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG