Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ცნობით,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ცნობით,
გასულმა დღე-ღამემ ცხინვალის რეგიონში მშვიდად ჩაიარა. არ ყოფილა დაფიქსირებული არც ერთი ინციდენტი. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ რეგიონში მშვიდი ვითარება კვლავაც შენარჩუნდება. ქართული მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში რაიმე საგანგებო ზომების მიღებას არ აპირებს და ოსურ მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება დღის განმვალობაში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობდა - გავრცელებული ცნობებით, ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთში 1,000ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ თბილისი კვლავ კონფლიქტის ზონაში სამხედრო ქვედანაყოფთა მობილიზაციაში დაადანაშაულა, რასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. ცხინვალის რეგიონში დაძაბულობას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. ”ჩვენ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, და მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების მოწოდებით გამოვდივართ” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გონსალო გალეგოსმა.
XS
SM
MD
LG