Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მარტში მომზადებული


პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მარტში მომზადებული სამშვიდობო გეგმის საფუძველზე,

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მარტში მომზადებული სამშვიდობო გეგმის საფუძველზე,
საქართველო სექტემბრის შუა რიცხვებში წარადგენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების ყოვლისმომცველ პაკეტს - განაცხადა დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ. მისი თქმით, წინადადებათა პაკეტი ძირითადად შეიცავს სამართლებრივ აქტებს, მათ შორის იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. ლომაია ამ განცხადებით დღეს გამართული სხდომის შემდეგ გამოვიდა - სხდომაზე სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა და კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება განიხილა.
XS
SM
MD
LG