Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ეუთოს დასკვნას მიიჩნევს


საქართველოს ხელისუფლება ეუთოს დასკვნას მიიჩნევს დასტურად იმისა, რომ ქართული მხარის განცხადებები

საქართველოს ხელისუფლება ეუთოს დასკვნას მიიჩნევს დასტურად იმისა, რომ ქართული მხარის განცხადებები
ცხინვალის რეგიონის სოფლების ოსური მხრიდან დაცხრილვის თაობაზე სინამდვილეს შეესაბამება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განმარტებით, გარდა თბილისის მონაცემების დადასტურებისა, დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს გენერალი კულახმეტოვიც , ნათქვამია, რომ 1 და 2 აგვისტოს, ოსურმა მხარემ კონფლიქტის ზონაში შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა. დღესვე თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ 7 აგვისტოს ცხინვალში შეხვდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენელ ბორის ჩოჩიევს. შეხვედრას დამკვირვებლის ფუნქციით დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი.
XS
SM
MD
LG