Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ოფიციალური პირები “მიუღებელს” უწოდებენ


ამერიკელი ოფიციალური პირები “მიუღებელს” უწოდებენ ირანის გამოხმაურებას წინადადებაზე,

ამერიკელი ოფიციალური პირები “მიუღებელს” უწოდებენ ირანის გამოხმაურებას წინადადებაზე,
რომელიც ითვალისწინებს წამახალისებელ ზომებს ირანისთვის, თუ ის ურანის გამდიდრებას შეწყვეტს. ოფიციალური პირების თქმით, ერთგვერდიანი დოკუმენტი, ირანმა დღეს რომ წარუდგინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, ხავიერ სოლანას, არ არის საბოლოო პასუხი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წინადადებაზე. პასუხის მაგივრად, ირანი იმეორებს ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომ აქვს უფლება ჰქონდეს ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის. აშშ-ისა და გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი მუდმივი წევრები და გერმანია ხვალ ტელეფონით მოილაპარაკებენ ირანთან მიმართებით მიზანშეწონილ შემდგომ ნაბიჯებზე.
XS
SM
MD
LG