Accessibility links

გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსიაში რუსეთის ელჩმა


გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ სურიკოვმა განაცხადა,

გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ სურიკოვმა განაცხადა,
რომ რუსეთმა, შესაძლოა, ბომბდამშენები და რაკეტები განათავსოს ბელორუსიის ტერიტორიაზე - აშშ-ის გეგმის საპასუხოდ, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის განთავსებას ითვალისწინებს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, სურიკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე შესაძლოა იმსჯელონ მას შემდეგ, რაც პოლონეთი მოაწერს ხელს ამერიკულ მხარესთან შეთანხმებას ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებაზე. მოსკოვი ეწინააღმდეგება ამერიკის მხარის გეგმას ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შესახებ.
XS
SM
MD
LG