Accessibility links

მოსკოვში დაკრძალეს ცნობილი მწერალი, ნობელის


მოსკოვში დაკრძალეს ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინი.

მოსკოვში დაკრძალეს ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინი.
ის მიწას მიაბარეს დონის მონასტრის სასაფლაოზე. მოსკოვის საპატრიარქოს პრეს-მდივან ვსევოლოდ ჩაპლინის განცხადებით: [ჩაპლინის ხმა] “ეს ადგილი მწერალმა თვითონ შეარჩია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სთხოვა პატრიარქ ალექსის კურთხევა აქ დაკრძალვაზე. აქ ახლა იშვიათად თუ ვინმეს დაკრძალავენ ხოლმე, რადგან ძველი სასაფლაოა. ბოლო დაკრძალვები იყო გენერალ დენიკინისა და ფილოსოფოს ილინის ნეშტების გადმოსვენება. და აი, უწმინდესმა მისცა თავისი კურთხევა და საფლავისთვის ადგილი შეირჩა ისტორიკოს კლიუჩევსკის საფლავის გვერდით”. დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც დაესწრო. სოლჟენიცინი 3 აგვისტოს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში.
XS
SM
MD
LG