Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება იმის შესახებ


ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, გაიმართება თუ არა ცხინვალში 7 აგვისტოსთვის დაგეგმილი შეხვედრა,

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, გაიმართება თუ არა ცხინვალში 7 აგვისტოსთვის დაგეგმილი შეხვედრა,
რომლის მიზანიც არის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გამწვავებული დაძაბულობის განმუხტვა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში გვიან საღამოს დაადასტურა, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ჩავა. მანამდე მან ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ესაუბრა რუსული მხარის თანათავმჯდომარეს შერეულ საკონტროლო კომისიაში იური პოპოვს, რომელიც აპირებს ჩავიდეს საქართველოში და სამხრეთ ოსურ მხარესთან შეხვედრას დაესწროს. იაკობაშვილის ამ განცხადებამდე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ აპირებს ცხინვალში მოლაპარაკებას იმ ფორმატით, რომელსაც თბილისი სთავაზობს. კოკოითის თქმით, ოსური მხარე შეხვედრას მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის ეგიდით დაყაბულდება. დღესვე დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ცხინვალი გამოდის წინადადებით, ცხინვალში 9 აგვისტოს ჩატარდეს შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომა ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით. თბილისი წინააღმდეგია შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებისა.
XS
SM
MD
LG