Accessibility links

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოსურმა


საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფელ ნულს.

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფელ ნულს.
რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, საღამო ხანს როფნეს ხეობის ორი ქართული სოფელი, ავნევი და ნული ოსური ფორმირებების ალყაში იყო მოქცეული. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპასუხო ცეცხლი ქართულმა მხარემ მხოლოდ არაერთგზის გაფრთხილების შემდეგ გახსნა. ამასთან, ოსური მხარე ყველა სახის იარაღიდან ისროდა. დაზიანებებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით კი ცეცხლი სოფელ ხეთაგუროვოს მიმართულებით ქართულმა მხარემ გახსნა სოფელ ავნევიდან. დე-ფაქტო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ძალოვანი სტრუქტურების პოსტებიდან ყუმბარმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
XS
SM
MD
LG