Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია: "შეერთებული შტატები გამოთქვამს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგონში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ იერიში ავიაციით და რაკეტებით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიდან. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და მე ვესაუბრეთ მხარეებს და გავაგრძობთ მათთან თანამშრომლობას, რათა შეწყდეს დაპირისპირება. შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს თავის ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო შუამავლობისთვის ხელის შესაწყობად. ენერგიულად ვცდილობთ, ამ ძალისხმევაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ საერათაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრების ფარგლებში", ნათქვამია კონდოლიზა რაისის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG