Accessibility links

logo-print

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ დღეს


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ დღეს ოფიციალურად გახსნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ დღეს ოფიციალურად გახსნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
გახსნის საზეიმო ცერემონიას 91 ათასი ადამიანი დაესწრო პეკინის ეროვნულ სტადიონზე. ცერემონიას ოთხ მილიარდამდე ადამიანი უყურებდა ტელევიზიით. ეს ყველაზე ძვირადღირებული საზეიმო გახსნა იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. პეკინის ოლიმპიური თამაშები 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 10 ათას 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას სპორტის 28 სახეობაში.

XS
SM
MD
LG