Accessibility links

პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორები სინანულს გამოთქვამენ


პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორები სინანულს გამოთქვამენ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო

პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორები სინანულს გამოთქვამენ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო
და აცხადებენ, რომ კონფლიქტები ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ფასეულობებს. “ყველანი ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვჯერა, რომ შესაძლებელია ყველა საკითხის მოგვარება დიალოგით”, განაცხადა ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის პერს-მდივანმა ვანგ ვეიმ პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. გახსნის საზეიმო ცერემონიას 91 ათასი ადამიანი დაესწრო პეკინის ეროვნულ სტადიონზე. ცერემონიას ოთხ მილიარდამდე ადამიანი უყურებდა ტელევიზიით. ეს ყველაზე ძვირადღირებული საზეიმო გახსნა იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. პეკინის ოლიმპიური თამაშები 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 10 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას სპორტის 28 სახეობაში. ქართველი ათლეტებიდან სპორტულ ასპარეზობაში პირველი ჩაება ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი და წააგო საფრანგეთის წარმომადგენელთან.
XS
SM
MD
LG