Accessibility links

logo-print

ევროკავშირი რუსეთს აფრთხილებს, რომ მათს


ევროკავშირი რუსეთს აფრთხილებს, რომ მათს ურთიერთობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს

ევროკავშირი რუსეთს აფრთხილებს, რომ მათს ურთიერთობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს
რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტმა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის (ამჟამად საფრანგეთის) განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედა ემხრობა საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე განცხადებაში ევროკავშირი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის გამო და მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ევროკავშირი მოელის რუსეთისაგან, დაუყოვნებლივ დაყაბულდეს საქართველოს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი საქართველოში ჩავა კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართული ინიციატივის წარსადგენად.
XS
SM
MD
LG