Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ


შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გააკეთა განცხადება,

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გააკეთა განცხადება,
რომელშიც რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ შეტევას “აგრესიის აქტად” მოიხსენიებს. “ახსნა-განმარტება, რომელსაც რუსეთი იძლევა, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი იცავს საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა, ხალხის დაცვის მოვალეობა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეკისრება იმ სახელმწიფოს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ამ სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტები ან არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. (...) ჩვენთვის მიუღებელი იყო მსგავსი სამხედრო ჩარევა მილოშევიჩის მხრიდან იმ საფუძვლით, რომ დაეცვათ სერბეთის პასპორტის მფლობელები. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი აღნიშნულ დოქტრინას ნახევარი საუკუნის წინ, რათა საფრთხეში ჩაეგდო და შეტევა განეხორციელებინა ცენტრალური ევრპის ქვეყნებზე”, - ნათქვამია შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG