Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოფიციალური


პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოფიციალური ვებსაიტი საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოფიციალური ვებსაიტი საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია
რუსეთთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა ინგლისურენოვანი საიტით სარგებლობა. თვით კაჩინსკის მიერ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ბლოკავს ქართულ საინტერნეტო პორტალებს. პოლონურ საიტზე უკვე ქვეყნდება საქართველოს მთავრობის განცხადებები და კონფლიქტის ამსახველი ფოტოსურათები.
XS
SM
MD
LG