Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში
საქართველოს ჯარების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია დიდწილად დამთავრებულია. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”. ამავე წყაროს ცნობით, მედვედევმა განაცხადა, რომ ცხინვალს რუსი მშვიდობისადმცველების გაძლიერებული კონტინგენტი აკონტროლებს. საქართველოს ჯარები ქალაქიდან განდევნეს რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალუ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ძალები არ განავრცობენ თავიან მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა. მისი თქმით, რუსეთის “მთავარი პრინციპია”, არ გადაჭრას დე ფაქტო საზღვარი.
XS
SM
MD
LG