Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გმობენ რუსეთის სამხედრო აქციას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გმობენ რუსეთის სამხედრო აქციას
საქართველოში. მათი განცხადებით, ძალადობა “მიუღებელია”, ხოლო რუსეთის საპასუხო ქმედება “გადამეტებული”. ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობისაკენ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად. მანვე ყველა მხარის ჯარისკაცებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ პოზიციებს, რომლებიც 6 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ. ამასობაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო “აგრესია” საქართველოში “უპასუხოდ არ უნდა დარჩეს”.
XS
SM
MD
LG