Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკი საქართველოს რეფორმების გატარებაში


მსოფლიო ბანკი საქართველოს რეფორმების გატარებაში მომავალშიც დაეხმარება.

მსოფლიო ბანკი საქართველოს რეფორმების გატარებაში მომავალშიც დაეხმარება.
ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “საქართველოსთვის ამ განსაკუთრებულად კრიტიკულ დროს, მსოფლიო ბანკს სურს გამოხატოს თავისი რწმენა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების არსებობაში, რაც მდგომარეობს უხვ საერთაშორისო რეზერვებში, სწორ მონეტარულ და ფისკალურ კურსსში და ფინანსური სექტორის მრავალმხრივ რეფორმებში. ამ ყოველივემ განაპირობა საბანკო სექტორის გაძლიერება, რომელიც დღეს არის ლიკვიდური და გადამხდელუნარიანი. გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის კერძო სექტორთან მომუშავე გუნდი, გვერდში დაუდგება მის ოთხ პარტნიორ კომერციულ ბანკს და მზად არის დაეხმაროს ამ უაღრესად რთულ პერიოდში. ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძნობს ეკონომიკური მართვის ჯანსაღ კურსს, რომელმაც ამ ძირეულ ცვლილებამდე მოიყვანა ქვეყანა, და ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს წამოწყებული რეფორმების გატარებაში,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG