Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრად


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ,

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ,
რომელიც, პუტინის შეფასებით, “გასაოცარ ცინიზმს” იჩენს საქართველოს მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის გარშემო კონფლიქტში. როგორც პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, აშშ ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარება ერაყიდან 2000 ქართველი ჯარისკაცის გამოყვანის ლოგისტიკური ხელშეწყობით. [პუტინის ხმა] “გასაოცარია ამ ცინიზმის მასშტაბი! გასაოცარია თეთრის შავად, შავის თეთრად წარმოსახვის უნარი, უნარი აგრესორი წარმოსახონ აგრესიის მსხვერპლად და შედეგებისთვის პასუხისმგებლობა დააკისრონ თვითონ მსხვერპლთ”. პუტინის ეს შეფასებები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოში რუსეთის სამხედრო აქციის დაგმობას.
XS
SM
MD
LG